ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე იქნებიან, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება და ქვეყანა დასავლურ კურსს არ დაიბრუნებს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განმარტავენ ქართული ოცნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მშვიდად უყურებს, რაც მათი დამოკიდებულებების უარყოფით მხარეებზე მეტველებს.