უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა აქცია - მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაასრულეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლით, სოლიდარობის ხმა იმ დაკავებულ ახალგაზრდებს გააგონეს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგ მსვლელობით შსს-სთან გადაინაცვლეს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ. მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.