თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად მოქალაქეებმა ჩაატარეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით “დახვდი კობახიძეს”. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს რუსი და ქვეყნის გამყიდველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელსაც დისკომფორტს ყველა დასაშვები ფორმით შეუქმნიან მანამ, სანამ “ქართული ოცნება” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს უკან არ გაიწვევს.
სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს
თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია.
როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან.