თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები იკრიბებიან. ისინი გეგმავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომელმაც უნივერსიტეტი დღეს ლექცია უნდა ჩაატაროს.
სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით დგანან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.
უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.