რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკული იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ზონის გარეთ უკვე გამოიყენება. მისივე თქმით, აშშ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ლავროვის განმარტებით, დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.