ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში აფრიკისთვის გამოყოფილ სამხედრო რესურსებს იყენებს. დაზვერვის მიმოხილვაში წერია, რომ ვოლჩანსკზე თავდასხმისას რუსებმა რეგულარულ დანაყოფებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს „აფრიკის კორპუსის“ ქვედანაყოფები განათავსეს. „აფრიკული კორპუსი“ 2023 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა და 2 000-ზე მეტი მებრძოლისგან შედგება, მათ შორის არიან ისეთი სამხედროები, რომლებიც სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“ მსახურობდნენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს სავარაუდოდ „აფრიკული კორპუსის“ მებრძოლები სირიაში, ლიბიაში, ბურკინა ფასოსა და ნიგერიაში ჰყავდა განლაგებული.