მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად მმართველი გუნდი 28 მაისს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით მათ სანქციების არ ეშინიათ და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. ამის პარალელურად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ როგორც კი პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, ამას მკაფიო შედეგები მოჰყვება.
აღნიშნულ საკითხს ოპოზიციურ სპექტრშიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით უკვე ყველასთვის ცნობილია რომ საქართველოს კრემლისგან მართული ხელისუფლება მართავს.