საპროტესტო აქციები გრძელდება. აქცია და მარში დღეს რამდენიმე ლოკაციაზე იმართება. „თავისუფლების მარში“ თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას უცხადებენ.