ევროკომისარი, რომლის ვინაობა საქართველოს პრმიერი-მინისტრს არ დაუსახელებია თუმცა ირაკლი კობახიძემ მუქარაში დაადანაშაულა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეია. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდაა , რაც ევროპელი დიპლომატი თავად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაურის გავრცელებულ განცხადებას მათი სატელეფონო საუბრის შესახებ. ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მისი განცხადების ნაწილი კონტექსტის გარეშე გააჟღერა. ვარჰეი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთის პრემიერთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის მაგალითად მოყვანის მიზანი იყო პოლარიზაციის მაღალი დონის რისკებზე მითითება.ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარი დღეს პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.