საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ამოქმედებულ ვეტოს საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევს. როგორც მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, „ქართული ოცნება“ ყველაფრის ფასად აპირებს, რომ რუსულ სტილში დაწერილი კანონპროექტი მაინც მიიღოს. ოპოზიციური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა თავის პოზიციებს არ თმობს, შესაბამისად, ისინი გამოსავალს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში ხედავენ, რომელიც ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.