ოპოზიციონერი დეპუტატები კრიტიკით ეხმაურებიან პრემიერ მინისტრის განცხადებას რომელიც ევროკომისართან საუბრის დეტალებზე სოციალურ ქსელში საუბრობს. როგორც ისინი ამბობენ, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სრული სიცრუე. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, აღნიშნული განცხადებები განპირობებულია იმ შიშით, რომელიც მოახლოვებულ სანქციებს უკავშირდება. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქაოტურ მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება“ მხოლოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, რითაც რუსული გავლენის დაფარვას ცდილობს. ოპოზიციური პარტიის წევრები პრემიერის განცხადებას იაფფასიან ტყუილს უწოდებენ.