სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის, 1-ლი და მე-3 პუნქტების, ასევე მე-7 და მე-18 მუხლების დარღვევა ვერ დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება და დოკუმენტაცია ევროპულმა სასამართლომ სწორედ დღეს გამოაქვეყნა.