საპარლამენტო უმრავლესობა 28 მაისს გეგმავს სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად დაგეგმილ პროცესს.მმართველ გუნდში კვლავაც აცხადებენ რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სამართლებრივად გაუმართავია, რადგან მათივე თქმით ზურაბიშვილმა კონკრეტული არგუმენტები არ წარმოადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი უკვე ღიად აცხადებენ რომ ქართული ოცნება რუსულ კოშმარად გადაიცა და ისინი ვეტოს დაძლევით საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენს. პოლიტიკოსების შეფასებებზე მეტს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.