"გამაოგნებელი მუქარა, რომელიც ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და გარკვეულ ძალებს ღია მუქარაში სდებს ბრალს. საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს რომ მასთან სატელეფონო საუბრისას ევროკომისარმა ახსენა რომ" ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ყველამ ნახა რა მოუვიდა ფიცოს". სლოვაკეთის პრემიერთან პარალელის გავლება, რომელსაც გასულ კვირას ესროლეს, პრემიერმა მუქარის ნიშნების ამოიკითხა. მთავრობის მეთაურის ხმაურიან განცხადებას უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.