მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სცენის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. მედიის ცნობით, მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ხორხე ალვარეს მაინესი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნუევო ლეონის შტატის ქალაქ სან პედრო გარსა გარსიაში მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, როდესაც სცენის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შემდეგ მაინესი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამის გამო ის საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებს. მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის ცნობით, სცენის ნაწილის ჩამონგრევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.