არის თუ არა ამერიკის სახელწმიფო მდივნის განცხადება ღია გაფრთხილება სანქციების ამოქმედების შესახებ - ქართული ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტი საბოლოოდ ამოქმედდება, ამას „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირება მოჰყვება. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. როგორ მიიღეს ვაშინგტონის გზავილი თბილისში.