ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს 10 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების საკოლექციო, ნუმიზმატიკური და სხვა სახის სარეალიზაციო პროდუქცია გაიყიდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, როგორც სებ-ის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, საკოლექციო მონეტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წინა - 2022 წელთან შედარებით, დაახლოებით ოთხჯერაა გაზრდილი, ხოლო ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 37-ჯერ შემცირდა. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვების უფლება. საკოლექციო პროდუქცია მოიცავს საკოლექციო მონეტებს, საინვესტიციო მონეტებსა და ოქროს ზოდებს.