საპარლამენტო უმრავლესობა 28 მაისს ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობა 28 მაისს ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2024-05-23 12:15:54+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა 28 მაისს ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს. მმართველ პარტიაში კვლავ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სამართლებრივად გაუმართავია, რადგან მათივე თქმით ზურაბიშვილმა კონკრეტული არგუმენტები არ წარმოადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევით „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს.