აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს მიღწევა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით.ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განმარტებით, თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, მაგრამ ჯო ბაიდენი თვლის, რომ მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკება საუკეთესო მიდგომაა.