საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ირანში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია ამ დრომდე გრძელდება. ებრაჰიმ რაისს დღეს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.