მმართველი პარტია პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება - ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს პარლამენტშია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა კონკრეტული არგუმენტები ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. მათი თქმით, ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დაიძლევა.