პატარა პრინცი ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ალეგორიული ნოველაა. წიგნი პირველად1943 წელს ნიუ-იორკში გამომცემლობა Reynal & Hitchcock -ის მიერ, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.
წიგნში მოქმედებები საჰარის უდაბნოში იწყება , სადაც მფრინავი თვითმფრინავს ავარიულად დასვას, აქ ის ხვდება ერთ უცნაურ და უჩვეულო ბიჭუნას , ეს პატარა პრინცია. იგი სხვა პლანატიდანაა, რომელსაც ქვია ასტეროიდი ბ-612. მაშინ, როდესაც მფრინავი თვითმფრინავის მოტორის შეკეთებითაა დაკავებული, პატარა პრინცი დედამიწაზე საკუთარი თავგადასავლის მოყოლას იწყებს. ყვება უჩვეულო ვარდის ნარგავზე, რომელიც შინ დატოვა. იხსენებს ასტეროიდს, სადაც სამი ვულკანია. პატარა პრინცს უყვარს მზის ჩასვლის ყურება. მის პატარა პლანეტაზე ის ათეულობით ხდება. პატარა პრინცი ბედნიერია თავის პლანეტაზე, ამიტომ გადაწყვიტავს შეისწავლოს სამყარო, თუ რა ხდება ამ სამყაროში იმის გარდა, რაც უკვე იცის, და იწყებს მოგზაურობას.პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად ნათარგმნი ფრანგულენოვანი წიგნია. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის დაიბადა 1900 წელს. მისი ოჯახი საფრანგეთის არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. დაამთავრა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა, შემდეგ სწავლობდა შვეიცარიაში კათოლიკურ პანსიონში, 1917 წელს კი შევიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე.
სენტ-ეგზიუპერი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მან სამხედრო პილოტად დაიწყო მუშაობა. წიგნი კი აშშ-ში დაწერა და დააილუსტრირა, მას შემდეგ რაც საფრანგეთის კამპანიისას განცდილი მარცხისას ამ ქვეყანაში გადაიხვეწა. ნაწარმოების ნახევარზე მეტი მან პირადი აღმასვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად დაწერა, მათ შორის მგრძნობიარე ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი ახალგაზრდა პრინცის პირით ჰყვება.
ავტორს ადრეული საავიაციო გამოცდილება გააჩნდა საჰარის უდაბნოში და მიჩნეულია, რომ ნაწარმოების სიუჟეტში სწორედ ამ გამოცდილებიდან მიღებული ელემენტები აქვს ჩართული. გამოსვლის დღიდან ათწლეულების მანძილზე, პატარა პრინცზე გაკეთდა მრავალი აუდიო ჩანაწერი, დაიდგა სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები და გადაიღეს ფილმები
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.