„ქართული ოცნება“ აშშ-ს საქართველოს მისამართით ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებების გაცემასა და შეურაცხმყოფელ შანტაჟში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო აქტს სახელწოდებით MEGOBARI, რომელიც "ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის სანაცვლოდ შტატებისგან სავაჭრო და სამხედრო პაკეტების მიიღებასა და ვიზალიბერალიზაცის საკითხის განხილვას გულისხმობს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საქართველოსთვის მნიშვნლოვანი შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.