ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიას ეწვევა. საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერ პრისკა თევენოს ინფორმაციით, მაკრონის მიზანია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე არსებული არსებული სიტუაციის დეესკალაციას ხელი შეუწყოს. ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გასულ ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არეულობის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.