მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება- უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს პარლამენტშია. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ რომ ზურაბიშვილმა კონკრეტული არგუმენტები ვერ წარმოადგინა თუ რატომ არის კანონი ცუდი. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით აღნიშნული მოტივირებული შენიშვნებით პრეზიდენტი ქართველ ხალხს დასცინის. ხელისუფლების ოპონენტები კი მიესალმებიან ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას სადაო კანონზე დისკუსიის შესაძლებლობა აღარ დაუტოვა.