ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით - ამ განცხადებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი აკეთებს. კარპენტერი თვლის, რომ კანონი არის ის ბერკეტი, რომელსაც ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად იყენებენ. ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა. მისივე თქმით , აშშ-ის სურვილია, სადავო კანონი პარლამენტიდან გაიწვიონ. კარპენტერმა უპასუხა ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირებაზე დასმულ კითხვასაც და აღნიშნა, რომ შტატები განიხილავს სხვადასხვა სახის ზომებს.