ქართული ოცნება აშშ-ს საქართველოზე თავდასხმასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მმართველი პარტია საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის მხირდან საქართველოსთვის შეთავაზებული შესაძლო დახმარების პაკეტის შესახებ კრიტიკით პასუხობს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭრვივალობის შესახებ კანონის გაწვევის სანაცვლოდ, სამხედრო სავაჭრო დახმარების პაკეტსა და ვიზალიბერალიზაციას სთავაზობს, ბუნდოვანია. ქართული ოცნების განცხადებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პუნქტები, რომლებიც მმართველი ძალის შეფასებით, აშშ-ს საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევაში უნდა გადაედგა.