ამ წუთებში სტუდენტები თბილისის ცენტრში მსვლელობას მართავენ. ახალგაზრდები მეტრო რუსთაველიდან დაიძვრნენ და ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტების მიმართულებით მოძრაობენ. მსვლელობით სტუდენტები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მმართველ გუნდს უკან დახევისკენ მოუწოდებენ.