ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მხოლოდ გასულ წელს 14 მლნ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მონაცემებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის ანგარიშში აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად,გასული წლის განმავლობაში ქართული ღვინო მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაშ, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის 19 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 16 მლნ ლარამდე, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოხმარდება ღვინის პოპულარიზაციასა და ბაზრების დივერსიფიკაციას.