საქართველოს რკინიგზით მგზავრთბრუნვა შემცირდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465 ათას მგზავრზე მეტი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.2 პროცენტია და 0.5 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში კი გადაყვანილია 3800 მგზავრი, რაც 50.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 43.9 პროცენტი.