იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემაზე მსჯელობას დაიწყებს. აღნიშნულ საკითხს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - ისინი ამბობენ, რომ ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სურთ - დასავლეთი თუ რუსეთი. ხელისუფლები ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. გამოცემა POLITICO იუწყება, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით. ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.