ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიტანულ „ფაინენშალ თაიმს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ინსტრუქტორების შესაძლო დაღუპვა რუსეთთან ავტომატურად ომს არ გამოიწვევს. მისი თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის, რადგან მათი დაღუპვა არ ნიშნავს, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი ავტომატურად ამოქმედდება. მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინელ ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიაზევე უკვე წვრთნის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონელი სამხედროების უკრაინაში გასაგზავნად პარლამენტის თანხმობა საჭიროა.