ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ბორტზე მათ გარდა კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ის უამინდობისას ძლიერ ნისლში ჩამოვარდა, რამაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაართულა და გაახანგრძლივა. ბორტზე მყოფი არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა. ქვეყნის პირველი პირის მოვალეობების შესრულება, ვიცე-პრემიერს დაევალა. 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს არჩევნებიც.