ამერიკული გამოცემა პოლიტიკოს თანახმად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს. გამოცემა წერს, რომ სანქციების სამიზნე იქნებიან როგორიც მმართველი პარტიის კანონმდებლები და სამართალდამცავები, ასევე ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსი აგენტებიც. სტატიაში განმარტებულია, რომ აშშ-ში მოგზაურობა შეეზღუდებათ იმ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია „რუსული სტილის კანონის მიღებაზე“.