რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ ღამეს, ოკუპანტები უკრაინას თავს Shahed-ის ტიპის 29 „კამიკაძე დრონით“ დაესხნენ. ადგილობრივი მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ძალები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. ამასთან, ოკუპანტებმა უკრაინაზე საჰაერო და სარაკეტო შეტევები მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ათობით დარტყმა განახორციელეს.