კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც გადატრიალების მცდელობის ლიდერი კრისტიან მალაგა მოკლეს, ხოლო 50 ადამიანი, მათ შორის, აშშ-ის სამი მოქალაქე დააკავეს. როიტერის ინფორმაციით, დედაქალაქ კინშასაში სროლის ხმა ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე გაისმა. შეიარაღებული პირები თავს პრეზიდენტის შენობას დაესხნენ. შემდეგი თავდასხმა კი პარლამენტის წევრის სახლთან განხორციელდა. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად პარლამენტარის დაცვის ორი წევრი და ერთი თავდამსხმელი დაიღუპა.