ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის გამო, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპანტებმა კუპიანსკის სოფლების დაბომბვის შედეგად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის ორსული ქალია. ამასთან, ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ხარკოვის რაიონში 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. კუპიანსკის რაიონში კი 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.