გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია - Palitra News

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

2024-05-19 20:42:34+04:00

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ის ჩემპიონი - 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა.

„გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, - აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.

სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.