„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის“ - ამ ლოზუნგით სტუდენტებმა მოქალაქეებთან ერთად თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. აქცია სიმბოლურად ევროპის მოედანზე გაიმართა. ამ ფორმით ახალგაზრდებმა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედნიდან მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს და გზად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.