ბრუკლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დემონსტრაციას 200-მდე პირი ესწრებოდა. მათ ნიუ იორკის ქუჩებში პალესტინის დროშებითა და მხარდამჭერი ლოზუნგებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება. პოლიციამ დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავა.