საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობრები საქართველოში კრემლის სახელმძღვანელოს მიჰყვებიან, რათა ქვეყანაში რუსული გავლენები გააძლიერონ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს კვლავ აკრიტიკებენ ევროპელი ლიდერებიც. ისინი “ქართულ ოცნებას” კანონის უკან გაწვევისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.