პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ზურაბიშვილის განცხადებით, კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას და არავითარ გაუმჯობესებას. მისივე თქმით, აღნიშნული კანონი აუცილებლად უნდა გაუქმდეს. ამავდროულად, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ - აღნიშნული ჩასწორებით კი, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, რომ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა მოქალაქეი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების, მათ შორის საიდუმლოებებისა და "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების" - კერზოდ კი სქესობრივი ცხოვრების, პოლიტიკური შეხედულებების და სხვა ცნობების მოძიების უფლება ექნება. მესამე სექტორის წარმომადგენლები მალულად ჩამატებულ მუხლებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ ცვლილებებზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ პარტიაში უარყოფენ და ამბობენ, რომ რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება.