პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებს “თეთრხალათიანები“ შეუერთდნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით „9 აპრილის ბაღიდან“ მივიდნენ.
მათ ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია”.
მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, დღეს საქართველოს 30-წლიანი მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ამას “არცერთი სფეროს წარმომადგენელი არ უნდა შეეგუოს”.
პარლამენტთან მობილიზებული რჩება პოლიცია. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.