„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან სტუდენტების მსვლელობა დაიწყო.
ისინი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.
ორგანიზატორები გეგმავენ მსვლელობით შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.
ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რამდენიმე ლოკაციიდან იგეგმება. მათ შორის, პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ - ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.