თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კამონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდენი პრემიერ-მინისტრს ელოდებოდნენ, დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროვოკაციების მოწყობა სცადეს და აქციის მონაწილეებს, როგორც სიტყვიერად ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტს აკისრებენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძებენ იქამდე, ვიდრე ეს კონკრეტულ შედეგს არ გამოიღებს.