ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, სამივე გარდაცვლილი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს, რის შემდეგაც, უკან დახევის დროს მებრძოლებმა მათი ცხედრებიც გაიტაცეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ერთ-ერთი დაღუპული შანი ლუკია, რომლის ცხედრის ფოტოც „ჰამასის“ მებრძოლთა ავტომობილზე ოქტომბერშივე გადაიღეს. როგორც ისრაელში აცხადებენ, „ჰამასს“ ამ დრომდე 100-მდე მძევალი ჰყავს და 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი.