უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ხარკოვის ოლქი რჩება, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის თავდასხმები ინტენსიური გახდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 13 დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დრონები პოლტავას, ვინიცას, ნიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.