ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები, სტუდენტებთან ერთად ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის მსგავსი კანონის მიღებაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. აქციას ოპოზიციური პარტიის წევრებიც უერთდებიან - მათ მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი საერთო პროტესტი იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ, როგორც თავად ამბობენ, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადასვლის მცდელობას ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნების იმედი აქვთ და მიაჩნიათ, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება.