ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ,,ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს. მმართველი პარტიის წევრები უცხოელ დიპლომატებს ,,ქარაფშუტებს" უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი სცენაზე ასვლა და ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოსვლა დიპლომატიურ სტანდარტებს ცდება. თავის მხრივ განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში.