ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც პარლამენტთან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ,,ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს. მმართველი პარტიის წევრები უცხოელ დიპლომატებს ,,ქარაფშუტებს" უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი სცენაზე ასვლა და ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოსვლა დიპლომატიურ სტანდარტებს სცდება. ოპოზიციისთვის, კი ეს ნათელი დადასტურებაა იმისა რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე არცერთი მხარდამჭერი აღარ ჰყავს.